ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის “კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პორტატული სუნთქვის აპარატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.