ა/ო “პოზიცია” ქუჩის მუსიკოსებისა და ,,ნიკოლშოუს” მონაწილეობით, 27 სექტემბერს მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს
25-09-2015, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 27 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე, “ელ ცენტროში”, ბამბის რიგის ქუჩაზე,  მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.


პროექტის სახელწოდებაა ,,ქუჩის მუსიკოსები სხვების დასახმარებლად”. 27 სექტემბრის ღონისძიებისთვის საგულდაგულოდ შეირჩნენ ნიჭიერი ქუჩის მუსიკოსები, რომელთაც მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე შეეძლებათ თავიანთი შემოქმედების წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ,,ქუჩის მუსიკოსების” გარდა, საქველმოქმედო პროექტში ამჯერად ცნობილი ჯგუფი ,,ნიკოლშოუ”-ც იქნება წარმოდგენილი.


ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა სოციალურად დაუცველი 5-შვილიანი ოჯახის წევრს, 10 წლის გოგა ხახალაშვილს, რომელსაც მძიმე ძაბვის შედეგად მიღებული ტრამვით ორივე ხელის ამპუტირება მოუწია. მოზარდს სხვადასხვა სახის მედიკამენტი და თანადგომა ესაჭიროება.


“პოზიცია” მადლობას უხდის  ,,ქუჩის მუსიკოსებს” და ცნობილ ჯგუფს ,,ნიკოლშოუ”-ს ღონისძიებაში უსასყიდლო თანამონაწილეობისათვის, “ელ ცენტროს” კი პროექტის მხარდაჭერისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მიესალმება ნებისმიერი კომპანიის მხრიდან საქველმოქმედო აქციაში ჩართულობას, იქნება ეს ადგილზე ფულადი სახით 10 წლის მოზარდისთვის დახმარების გაწევა, თუ სხვა სახის მხარდაჭერა.


27 სექტემბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მოსაწვებები წინასწარ გადაეცემათ. საკონტაქტო ტელეფონი:  577 74 11 79.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი