კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს
05-07-2020, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელი სწავლების ფარგლებში თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სადაზვერვო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივად პირობითი მოწინააღმდეგის ბაზა აღმოაჩინეს და მასზე შეტევა წარმატებით განახორციელეს.

 

 

საველე შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მონაწილეებმა სადაზვერვო, ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის უნარები გაიუმჯობესეს. თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ 28 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი