ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
106 კურსდამთავრებულს დიპლომები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსი სმოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო პროგრამები გაიარეს. სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვაგვარეობის ქვედანაყოფების ერთმანეთთან ეფექტურ კოორდინირებასა და ინტეგრირებულად მოქმედებებს.
დაარსებიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლა 1600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.