საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ 26 წლის ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
დაკავებული ახალგაზრდის ნათესავების განცხადებით, ტატო ზარქუა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული, 3 ივლისს სამეგრელოს სოფელ რიყეში, მდინარესთან საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. მათი თქმით, ოჯახს გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტატო ზარქუა დაკავებულია და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.