რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ პროვოკაციას უწოდებს
05-07-2020, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი სააკაშვილის პრეზიდენტიბისას, ოთარ სირაძე შაბათს, ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „ქართული ოცნების“ პროვოკაცია იყო.

 


„როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდი წარმართოს პროვოკაციების მოწყობის და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე.

 


გუშინ, ონში „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა აქციას „არა ონის ჰესების კასკადს!“

 

 

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი „მთის ამბების“ ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა სუსის „ტიტუშკებმა“ შეიგინეს ჩვენი (ნაციონალური მოძრაობის) მისამართით არაერთხელ. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე.

 


მოგვიანებით, ეს უცნობი პროვოკატორები დამხვდნენ უკვე ამბროლაურში ჩემს სახლთან, სადაც ცხოვრობს ჩემი მოხუცებული დედა. ამ დროს კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს „საქმის გარჩევა“, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

 


მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა ეს ინცინდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

 


ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო“, წერს სოციალურ ქსელში ოთარ სირაძე.

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი