რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ „რასია 1-ის“ ეთერში, გადაცემაში - „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“ - განაცხადა, რომ რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება ნელი მოქმედების ნაღმი იყო, რუსეთმა თავიდან უნდა აიცილოს მსგავსი შეცდომები.
გადაცემაში მას ჰკითხეს, წარსულის რომელი შეცდომების თავიდან აცილებას ისურვებდა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბჭოთა კონსტიტუციაში ჩადებული იყო ლენინური თეზისი საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლების შესახებ, სტალინი კი სხვა თვალსაზრისის მომხრე იყო და საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ იყო.
„ეს ყველაფერი გამომდინარეობდა ერის თვითგამორკვევის უფლების იდეიდან და ტრანსფორმირდა სახელმწიფოს მშენებლობაში ისე, რომ ერთიანი სახელმწიფოს-საბჭოთა კავშირის შექმნისას (არსებითად საუბარი იყო ისტორიული რუსეთის აღდგენაზე მის ძველ საზღვრებში) ხელახლა შექმნილ მოკავშირე რესპუბლიკებს ეძლეოდა კვლავ გასვლის უფლება. სხვათა შორის, სტალინი სხვა თვალსაზრისის მომხრე იყო. ის საუბრობდა ნაციონალური გაერთიანებების ავტონომიზაციის აუცილებლობაზე, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში მათი ავტონომიის უფლებებით შესვლაზე და საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ იყო. საბოლოოდ განხორციელდა ლენინის იდეა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება დაფიქსირდა 1922 წლის სამოკავშირეო შეთანხმებაში. შემდეგ ამ იდეებმა გადაინაცვლეს საბჭოთა პერიოდის კონსტიტუციიდან კონსტიტუციაში, თუმცა არ იყო გათვალისწინებული საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა. რა გამოვიდა – საბჭოთა კავშირის შექმნისას, 1922 წლის შეთანხმებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, თუმცა ვინაიდან არ იყო გაწერილი გასვლის პროცედურა, ჩნდება კითხვა – თუ ესა თუ ის რესპუბლიკა შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, თუმცა მიიღო რუსული მიწის, ტრადიციული ისტორიული რუსული ტერიტორიის დიდი რაოდენობა, შემდეგ კი უცებ გადაწყვიტა ამ კავშირიდან გასვლა. მაშინ იმით მაინც გასულიყო, რითაც მოვიდა და არ წაეღო თან რუსი ხალხისგან საჩუქრები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტყობინება.
„რაც შეეხება კავშირიდან თავისუფალ გასვლას, 1977 წლის კონსტიტუციაში და წინა კონსტიტუციებში გაწერილი იყო კომუნისტური პარტიის ექსკლუზიური, მონოპლური უფლება ძალაუფლებაზე. კომუნისტური პარტია იყო მთელი სახელმწიფო სისტემის ღერძი… არსებითად კომუნისტურმა პარტიამ საკუთარი ბედი, თავისი ჯგუფური ინტერესები მთელი ქვეყნის ინტერესებს დაუკავშირა. და როდესაც მან თავად, ყოველგვარი გარე დარტყმების გარეშე დაიწყო შიგნიდან დაშლა, მასთან ერთად დაიწყო დაშლა ქვეყანამაც. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. სწორედ ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნისას ჩაიდო და შემდგომ ჩვენი ქვეყნის მომდევნო კონსტიტუციებში“, – აღნიშნა პუტინმა და დაამატა: „რა თქმა უნდა, მსგავსი რამ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ“.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ მოქმედი კონსტიტუციის შესწორებებს ვიღებთ. ისინი გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის მომავალი ათწლეულების შეუქცევადი განვითარების პირობებს შექმნის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდნტთან ინტევრიუს ფრაგმენტი „რასია 1-ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.