იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თერჯოლაში ღვინის ორი კოოპერატივი გახსნა
25-09-2015, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორმა კოოპერატივმა დაიწყო ფუნქციონირება. "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" საზეიმო ვითარებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების ატაშემ გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირები.


ყურძნის დაწურვის პროცესში მონაწილეობა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემაც მიიღო.


კოოპერატივებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD - ის ფარგლებში 140 600 ლარის ღირებულების ტექნიკური დახმარებაა მიიღეს.


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოოპერატივები - "საზანო" და "თერჯოლის ღვინო" უახლოეს მომავალში ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებით ღვინოს ევროპული სტანდარტებით ჩამოასხამენ. მათი წარმოების მოცულობა პირველ წელს 3 450 ლიტრი იქნება. აღნიშნული კოოპერატივები რეგიონში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას შეუწყობენ ხელს.


ჩეხური ორგანიზაცია "People in Need" - ისა და პროგრამა ENPARD – ის საგრანტო სქემა სოფლის მეურენობის პროდუქციის წარმოების ზრდას და ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შემოსავლების ზრდას ისახავს მიზნად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი