საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. „ფანასკერტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო, რაც პრობლემას ქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.