დღეიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ
06-07-2020, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს. პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს დღეს განაახლებენ.

 

 

ამ დროისთვის, 70-მა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

 

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფოთის კოლეჯს „ფაზისი“ და ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“ ესტუმრა და დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.

 

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორივე პროფესიული კოლეჯი სრულ მზადყოფნაშია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაახლოს სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შეუქმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი