საჯარო სამსახურში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, 2016 წლის 1-ელ იანვრამდე, პრემიის მიღების უფლება ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირებს უნდა შეუჩერდეთ.
"მე მგონია, რომ ღია კარებს ვამტრევთ, პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძალიან ღირსეული ადამიანები და მათ ღირსეული შრომის ანაზღაურება სჭირდებათ", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, გადაიხედება თუ არა დღეს არსებული სისტემა, ფინანსთა მინისტრის თქმით, გადახედვაზე არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ მოწესრიგდეს.
"თავისთავად ცხადია, ჩვენ მზად ვართ ყველასთან შევიდეთ კომუნიკაციაში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, რომ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.