ზუგდიდში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 292 ტესტი ჩატარდა. ტესტირების შედეგად, 291 უარყოფითი პასუხია და ერთი დადებითი.
მამაკაცი ზუგდიდიში შიდა ქართლიდან ჩავიდა. მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი და ორივე გადაყვანილია კარანტინში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.