იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფუმიო კიშიდა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება.
„გულითადად გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში სტაბილურად განვითარდება, მათ შორის, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“ - ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.