სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს.
ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
N28 ბაგა-ბაღის ძველი შენობა 12-ჯგუფიანი იყო, ახალი პროექტი კი როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს, რადგან ის 15-ჯგუფიანი იქნება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო.
თბილისში ამჟამად, რვა საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.