განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID-19 -ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„როგორც გუშინ ასევე, დღეს ვრწმუნდებით იმაში, რომ 6500-მდე აბიტურიენტი, რომლებიც მოდიან საგამოცდო ცენტრებში კოვიდ ინფექციით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მათ რჩებათ გადასალახი - ეს არის საგამოცდო ტესტი. მე მინდა ვუსურვო წარმატებები თითოეულ აბიტურიენტს, გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, კრიტიკულად აუცილებელია რეალიზებული და წარმატებული განათლებული თაობა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევენ სახელმწიფო სტრუქტურები - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელთა დამსახურებით, აბიტურიენტები თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.