გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.
პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 122 280 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამით წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე უტარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.