ირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სააკაშვილის მეთოდებით მართავს ქვეყანას
25-09-2015, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ეკონომიკურს და ინსტიტუციურ კრიზისზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ უნდობლობაზე, ასევე ხელისუფლების "ნაციონალური მოძრაობისადმი" და პირუკუ, პოლიტიკურ რევანშზე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.  ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისი ოპოზიციონერება იმითაა განპირობებული, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სააკაშვილის მეთოდებით მართავს ქვეყანას.


"ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს. საზოგადოებაშიც ასე ფიქრობენ და მეც ასე მიმაჩნია, რომ თუკი სახელისუფლებო შტოები ერთმანეთში საერთო ენას ვერ გამონახავენ, გაგრძელდება კრიზისი და კიდევ უფრო გართულდება ის - ვგულისხმობ ეკონომიკურსაც და ინსტიტუციურ კრიზისსაც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ინსტიტუტს მთავრობის წევრები და ხელისუფლების არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილიც ხშირად აკრიტიკებენ. ინსტიტუციური კრიზისია ის, რაც ხდება ეროვნული ბანკის გარშემო. ამის შესახებ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შევიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი არ ყვება მთავრობას ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტიკურ დაპირისპირებას ვერ ხედავენ. გარდა ამისა, ეს ვითარება ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას. პირადად მე არაერთმა ინვესტორმა მითხრა, ინვესტიციებს არ დებენ იმიტომ, რომ მთავრობის ნაბიჯები არასტაბილურობის განცდას ქმნის. თუნდაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული არაპროფესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრეზიდენტის მიმართ. ამას ემატება ლარის გაუფასურება დღითი-დღე. ეს ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვით არის გადაბმული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია და განაგრძობს:


"საქმე გვაქვს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების უნდობლობასთან ერთმანეთის მიმართ, რაც საბოლოოდ არასტაბილურ გარემოს ქმნის. გასულ დღეებში რეგიონებში ვიყავი, ამომრჩეველს შევხვდი. ხალხს ყველგან ერთი და იგივე შეკითხვა აქვს, როდის დავანებებთ პოლიტიკოსები ერთმანეთის ჭამას თავს და ხალხის პრობლემები გაგვახსენდება. მინდა პოლიტიკოსებს შევთავაზო, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ ხალხის პრობლემებზე ფიქრი და შევეშვათ ერთმანეთის ჭამას - ჩვენ ეს მაგალითის მიცემით შეგვიძლია. უნდა დავამთავროთ რევანშიზმი პოლიტიკაში. მე როდესაც ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვალ, პოლიტიკას რევანშიზმით არ დავანაგვიანებ. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის გუნდის მიმართ დღესაც პოლიტიკურ რევანშშია. თითქოს დღესაც ვერ იჯერებენ, რომ ხელისუფლებაში არიან და ისევ ებრძვიან "ნაცმოძრაობას". მეორე მხრივ, გვყავს სააკაშვილის გუნდი, რომელსაც ჩემი გადმოსახედიდან ასევე პოლიტიკური რევანშიზმი ამოძრავებს. ჩემთვის ორივე გზა მიუღებელია. მინდა, რომ ყველამ ერთად მომავლისკენ გავიხედოთ, რასაც სამწუხაროდ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალაში ვერ ვხედავ", - აცხადებს ალასანია.


"ნაცმოძრაობის" მხრიდან რევანშის სურვილს მე ვხედავ ამ პარტიის წევრების განცხადებებსა თუ ქმედებებში. არის ნაბიჯები, სადაც პირდაპირი მოწოდებაა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ რევანში მათაც განახორციელონ. ეს განპირობებულია იმითაც, რომ დღეს თავად არიან პოლიტიკური დარტყმის ქვეშ, ანუ ძალადობა ბადებს ძალადობას. ამის მსხვერპლი ვართ უკვე 25 წელია. მე და ჩემს გუნდს გვინდა, რომ ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ასეთ დასაყრდენს მე ვეძებ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებში და არა პოლიტიკურ ძალებში. ამიტომაც დავდივართ რეგიონებში და ვქმნით ასეთ პროგრესულ გარემოს. ჩვენ გვაქვს პარტია, რომელიც მუდმივად განახლებას ცდილობს. ჩვენ უკვე შემოგვიერთდა გამოცდილი ეკონომიკური ექსპერტი ვასილ რევიშვილი. ასევე შემოგვიერთდნენ ახალი სახეები რეგიონულ ოფისებში. ჩვენ უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას ისეთ ახალ სახეებს, რომლებიც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულნი არიან და სუფთა ხელებით ედგნენ ქვეყანას გვერდით. "თავისუფალი დემოკრატები" არა მხოლოდ ოფისებით, არამედ შემადგენლობითაც ვიზრდებით", - დასძენს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.


"ჩვენ ისევ არ მოგვწონს ის, რაც არ მოგვწონდა სამი წლის წინ. "ნაცმოძრაობას" ჩვენს კონკურენტად არ ვთვლით და არც ჩვენი წინააღმდეგობის ობიექტად არ გვყავს გამოცხადებული. ჩვენ ხელისუფლების ოპოზიცია ვართ, მაგრამ დღეს ისევე არ მოგვწონს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი რეჟიმი, როგორც ეს იყო 2012 წლამდე. ჩვენ არ მოგვწონდა მისი მართვის სტილი - ძალადობრივი და უსამართლო. ამიტომ წავედით ოპოზიციაში. იგივე შევატყვეთ ივანიშვილს, რომელიც აბსოლუტურად იმავე მეთოდებით მართავს ქვეყანას. იმედი გვქონდა, რომ 2012 წლის მერე სპეცრაზმი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ვხედავთ, რომ ისევ ხდება მოქალაქეების პირადი ცხოვრების ქექვა თუ მათი მოსმენა. რაც შეეხება იმას, რომ მე პოლიტიკურ ოპონენტებს არ აღვიქვამ მტრად, ეს ასეა. მე არც "ნაცმოძრაობას" მივიჩნევ მტრად და არც "ოცნებას". "ოცნებაში" დღესაც არიან ადამიანები, ვისთანაც ახლაც ვაგრძელებ მეგობრობას. კიდევ ერთხელ მინდა თქვენს მკითხველს ხაზგასმით ვუთხრა, რომ 2016 წლის არჩევნებზე "დემოკრატები" გავდივართ მარტო. ერთადერთ კოალიციას ვაკეთებთ, კოალიციას ჩვენს მოქალაქეებთან", - ამბობს ირაკლი ალასანია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი