ელისეის სასახლეში ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც მონაწილეობდა.
პრემიერ მინისტრ ჟან კასტექსის მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს ფინანსთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მარმა, ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა და თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლმა.
პოსტი შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა დატოვა და ის ჟერალდ დარმანინმა ჩაანაცვლა, რომელიც ბიუჯეტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომის დაწყებამდე მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პოლიციამ სამი ქალი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.