FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთი „უზარმაზარ საფრთხეს“ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის
08-07-2020, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, ქრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ ჯაშუშობის და ქურდობის ქმედებები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „უზარმაზარ გრძელვადიან საფრთხეს“ წარმოადგენს.

 


ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში საუბრისას FBI-ის დირექტორმა თქვა, რომ ჩინეთმა მიზანში ამოიღო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩინელები, მუშაობს რა მათი ჩინეთში იძულებით დაბრუნებასა და აშშ-ის კორონავირუსის კვლევის კომპრომიტირებაზე.

 


„ჩინეთი მთელი სახელმწიფო აპარატის ძალისხმევით არის ჩართული ყველანაირი საჭირო საშუალებით მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფო გახდეს“, განაცხადა მან.

 

 

როგორც BBC იტყობინება, თითქმის ერთსაათიან სიტყვაში, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა (დაბლა ფოტოზე) ჩინეთის ჩარევის, ეკონომიკური ჯაშუშობის შორსმიმავალი კამპანიის, მონაცემებისა და ფულადი ქურდობის და არაკანონიერი პოლიტიკური ქმედებების, აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ქრთამისა და შანტაჟის გამოყენების სრული სურათის კონტურები მოხაზა.

 

 

 


„ჩვენ ამჟამად მივაღწიეთ მიჯნას, სადაც FBI ახლა ხსნის ჩინეთთან დაკავშირებულ ახალ კონტრდაზვერვის შემთხვევას ყოველ 10 საათში. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 000 აქტიური კონტრდაზვერვითი შემთხვევა ამჟამად დამუშავების პროცესშია, თითქმის ნახევარი ჩინეთთანაა დაკავშირებული“, განაცხადა რეიმ.

 

 

FBI-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხელმძღვანელობს პროგრამას სახელწოდებით, „მელაზე ნადირობა“ - „Fox Hunt“, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები იმ ჩინელების ჩართულობისკენაა მიმართული, რომლებიც ჩინეთის მთავრობის საფრთხედ არიან მიჩნეულნი.

 


„ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, დისიდენტების და ჩინეთის ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევების გამოაშკარავების მცდელობაში ჩართულ კრიტიკოსთა შესახებ. ჩინეთის მთავრობას სურს აიძულოს ისინი, რომ დაბრუნდნენ ჩინეთში, და ჩინეთის ტაქტიკა, მიაღწიოს ამას, შოკისმომგვრელია“, განაცხადა FBI-ის დირექტორმა.

 


მან განაგრძო: „როდესაც ის „მელაზე ნადირობის“ სამიზნის ადგილმდებარეობას ვერ აგნებს, ჩინეთის მთავრობა აგზავნის ჯაშუშს სამიზნე პირის ოჯახში აქ, შეერთებულ შტატებში და გზავნილი, რასაც ისინი გადასცემენ ოჯახს, როგორია? სამიზნე პირს აქვს ორი არჩევანი: დაბრუნდეს ჩინეთში სასწრაფოდ ან მოიკლას თავი“.

 


თავის უჩვეულო მიმართვაში რეიმ სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ჩინური წარმოშობის მოქალაქეებს დაეკონტაქტონ FBI-ის თუკი ჩინეთის ოფიციალური პირები მათ ჩინეთში დაბრუნებას აიძულებენ.

 


FBI-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზე რეაგირებას მომავალ კვირებში აშშ-ის გენერალური პროკურორი და სახელმწიფო მდივანი მოახდენენ.

 


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი კორონავირუსის აფეთქების პირველივე დღეებში უაღრესად კრიტიკული იყო ჩინეთის მიმართ. მან არაერთხელ დასდო ბრალი პეკინს და გლობალურ პანდემიაზე მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

 


სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი, მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინური აპლიკაციების, მათ შორის ძალზე პოპულარული TikTok-ის აკრძალვის შესახებ მუშაობს.

 


როგორც პომპეომ თქვა, ეს აპლიკაციები „ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო დაზვერვის დანამატებს“  წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი