თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს.
აღნიშნული შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა (აღნიშნულ თემაზე ვიდეო იხილეთ 7:28 წუთიდან).
„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი - თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ აღნიშნული შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიკლინიკების გასხვისება მოხდეს ისე, რომ სტატუსი და თანამშრომლები აუცილებლად იყოს შენარჩუნებული. დაიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.