საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მსოფლიო პრაქტიკას შეესაბამება და ქვეყნის რესურსებთან შედარებით მასშტაბურია
08-07-2020, 14:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას  ძალიან სწორს და დროულს უწოდებენ, - მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და  ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

 

 

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიით დაზარალებული ადამიანების, ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება და ქვეყნის რესურსებთან შედარებით ძალიან მასშტაბურია.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რეკომენდაციები ქვეყანაში ფისკალური პოლიტიკის სამომავლო განვითარების კუთხით. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობის მხარდაჭერის ღონისძიებები, ისევე, როგორც დღემდე, პოსტკრიზისულ ეტაპზეც იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული.

 

 

საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და იმუშაოს კერძო სექტორის მხარდამჭერი კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე.  

 

 

საუბრისას ასევე იმსჯელეს ქვეყანაში არსებულ გადასახადებზე. საერთაშორისო ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, რაც ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

 

 

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებას და ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს.

 

 

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი