თამარ კორძაია: ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია
25-09-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.


„კარგია ის, რომ იუსტიციის მინისტრი არა ერთ, არამედ 3 კანდიდატს წარადგენს, მაგრამ ვთვლი, რომ მთავრობის მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში ზედმეტად ჭარბია, რადგან ეს კანდიდატურები შემდეგ მთავრობამ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც ეს კანდიდატები პარლამენტს წარედგინება. ეს სისტემა აძლიერებს მთავრობის როლს და მე ვთვლი, რომ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯობია ძველ გამოცდილებას. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში მონაწილეობს პროკურორთა კონფერენცია, ირჩევა საპროკურორო საბჭო. ეს საპროკურორო საბჭო იუსტიცის მინისტრის წარდგინებით ირჩევს სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე მთავრობის ჩართულობა ზედმეტია, რადგან მთავრობა წარმოდგენილია იუსტიციის მინისტრის სახით და დამატებითი რგოლი არაფერს იძლევა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.


დეპუტატის შეფასებით, გარდა დანიშვნის წესისა, პროკურატურის შესახებ ახალ კანონში მთავარი პროკურორის და პროკურატურის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალებულების მკაფიო გაწერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


„საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის წინაშე ანგარიშვალდებულია, ყველა დაწესებულება, მით უფრო ის ვისაც პარლამენტი, ირჩევს, ნიშნავს, ან თანხმობას აძლევს. ამიტომ ეს ვალდებულება კანონში დეტალურად უნდა გაიწეროს“,- აღნიშნა კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი