ენზელ მკოიანი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის გაზიფიცირება განხორციელდება
08-07-2020, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში, რომელიც ზღვის დონიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ცივი დასახლებული პუნქტია (ზღვის დონიდან 1960 მ), გაზიფიცირების საკითხი გადაწყდა. ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაჭრა კომპანია „ეს-ჯი-გაზ“-ის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა.

 


„სოფელ აბულის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე მომმართეს სოფლის გაზიფიცირების თხოვნით.მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან ერთად მორიგი შეხვედრა მქონდა სოფელ აბულის წარმომადგენლებისა და კომპანია „ეს-ჯი-გაზ“-ის ხელმძღვანელებთან, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო.

 


ჩემი თხოვნით „ეს-ჯი-გაზ“-მა მოამზადა რამდენიმე პროექტი, რომლის მიხედვით კომპანია ვალდებულია შემოსავლის მიღების გარეშე, თუნდაც თავისი ინტერესების საზიანოდ განახორციელოს სოფლის გაზიფიცირება. ასეთი პროექტები მათ უკვე განახორციელეს სოფელ საღამოში, ოლავერდში და ა.შ. და დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად ეს პრობლემაც გადაწყდა, თანაც სოფელ აბულის მოსახლეობისთვის ძალიან მომგებიანი პირობებით“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი