ახალქალაქისა და ნინოწმინდის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და მოსახლეობის გარკვეული მოთხოვნების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ წარმოქმნილი პრობლემების ნაწილი ადგილზევე მოგვარდა, ხოლო ნაწილის მოსაწესრიგებლად შესაბამის სამსახურებს მიმართავენ.
„ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც გადის სოფელი ხოსპიოს ცენტრზე. მოასფალტებასთან დაკავშირებით მოსახლეობას გაუჩნდათ კითხვები და სხვადასხვა მოთხოვნები, შეხვედრის დროს გავეცანი მათ. კერძოდ: მოსახლეობას აწუხებს წარმოქმნილ გზაზე არსებული მტვერი; მათ სურთ სასაფლაოსკენ მიმავალი გზის ამაღლება; ბავშვებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით მათ სურთ სოფელში შუქნიშნისა ან სიჩქარის შემზღუდავი „მწოლიარე პოლიციელის“ დაყენება, რადგან ცენტრალურ გზაზე ავტომანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ; მათ სურთ ტროტუარების მშენებლობა და ასევე, მათი სურვილია გაკეთდეს ეზოში შესასვლელი სამანქანო მოასფალტებული გზა.
წარმოქმნილი პრობლემების ნაწილი ადგილზე მოვაგვარეთ, დანარჩენი ნაწილის გადაჭრისთვის უნდა მოვმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მოსახლეობას დავეხმაროთ არსებულ პრობლემების აღმოფხვრაში“, აცხადებს ენზელ მკოიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.