თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება
08-07-2020, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება. 

 

 

დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის  მიმდებარე ტერიტორიები,  ასევე ლისის ტბის,  ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

 

 

თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.   

 

 

„ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები  დაედო, რომლის მიხედვითაც  ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა.  რეალურად, ყეველას მოეხსნება ეს  შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება,“ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 

 

თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი