ნოდარ ხადური: საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს
25-09-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში" ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა კონფერენცია თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა".


კონფერენცია გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსია შეეხო ეროვნული რისკების შეფასებასა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების როლს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვაში. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.


„მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით, ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ებრძვის ფულის გათეთრებას და ამ მექანიზმებით ტერორიზმის დაფინანსებას. ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ პროცესში. საქართველოს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს დელეგაციები არიან ჩამოსულები და ჩვენთან ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბროლას ეხება. ჩვენთან ერთად ჩვენი კოლეგები არიან სხვადასხვა უწყებიდან. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესს გარკვეულ კოორდინაციას უწევს და ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს და ჩვენ, ასე ვთქვათ, თეთრი ფულით შევძლებთ საინტერესო ინვესტიციების განხორციელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.


კონფერენციაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს ევროპის საბჭოს, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.


პროექტი ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ხორციელდება და წარმოადგენს იმ ხუთი პროექტიდან ერთ-ერთს, რომლებიც შეეხება რეგიონში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს, უნარებისა და საქმიანობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.


პროექტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი