საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა, რომელიც თავად უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა - კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში, წმინდა მიწაზე გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.
26 წლის შემდეგ კი, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს ხატის იერუსალიმიდან საქართველოში, კაბადოკიელი წმინდანის მიერ განვლილი გზით, სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის პატრიაქთან შეხვედრისას ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.