სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 სექტემბერს აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ პარავაქარში სამი ადგილობრივი ქალი დაიღუპა, სოფელ ბერდავანში კი ორი მამაკაცი დაიჭრა. ასევე 90-იანი წლების საომარი მოქმედებების შემდეგ პირველად დაიბომბა ქალაქი ნოემბერიანი.
“აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისა და შეხვედრების წინ ყოველთვის გამიზნულად პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს და ზრდის დაძაბულობას სასაზღვრო ზონაში”- აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყება და დასძენს, რომ მდგომარეობის სტაბილიზაციისა და აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების დაოკების მიზნით, სომხეთის სამხედრო ძალები შესაბამის მოქმედებებს მიმართავენ. ამ მოსალოდნელ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, სომხეთის თავდაცვის უწყება ასევე აფრთხილებს აზერბაიჯანული მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობას, რომ არ შეასრულონ ფარის როლი აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალებისათვის.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება კი, თავის საპასუხო განცხადებაში უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ფაქტს.
“აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისათვის გაცემულია ბრძანება, არ ისროლონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით, დანარჩენ შემთხვევებში, მათ ყველანაირი ნებართვის გარეშე, მოძრაობაში მყოფი ნებისმიერი სამხედრო ობიექტის მოსპობა შეუძლიათ. ამიტომ ნებისმიერი სამხედრო საშუალების მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში განთავსების გამო და სამხედრო მოქმედებების შედეგად ამ მშვიდობიანი მოსახლეობაში შესაძლო დანაკარგებისათვის მთელ პასუხისმგებლობას სომხეთის კრიმინალური სამხედრო-პოლიტიკური რეჟიმი ატარებს”- ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.
როგორც წესი, სომხურ-აზერბაიჯანულ სასაზღვრო ზონაში სამხედრო ვითარება იძაბება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკების წინ, ასევე ამ ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და დღესასწაულების დღეებში. ამჯერადაც, მორიგი სომხურ-აზერბაიჯანული სამხედრო დაძაბულობა ნიუ იორკ-ში მიმდინარე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას დაემთხვა.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.