შემოსავალდაკარგული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები კომპენსაციის მოთხოვნას 1-ელ აგვისტომდე შეძლებენ
09-07-2020, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

"მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი