ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს
25-09-2015, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც დაღუპული ჯარისკაცის გადმოსასვენებლად ბაგრამის საავიაციო ბაზიდან სპეციალური რეისი შეასრულა, ცოტა ხნის წინათ დაეშვა.


აეროპორტში განთავსებული იყო საპატიო ყარაული, ასევე საქართველოს შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრის ჩამოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა.


ცხედრის ჩამოსვენებისას აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძგური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.


ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავში 29 სექტემბერს დაკრძალავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი