გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში იქნება, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი
10-07-2020, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ყოფნა სრულიად ლოგიკურია, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი.

 

 

„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯოდმარე, რა თქმა უნდა“, უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ ცოტა ხნის წინ ასურეთში და დასძინა, რომ „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ თავად რომელი ნომერი იქნება ამ სიაში.

 


„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის, პირველ რიგში, პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რისკები, ჯანმრთელობის რისკები, თითოეული ჩვენი მოქალაქის.

 

მეორე, ეს გახლავთ, უკიდურესად მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში...

 

და მესამე ამოცანაა, ამ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. ახლა, როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ფაქტობრივად ომის პირობებში, ან მე ან რომელიმე მთავრობის წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე. სიაში ვინ იქნება ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია, რომ ქვეყანამ, ყველამ ერთად, ოპოზიციამ, მთავრობამ უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 2
#2   africa
      
Its a great pleasure reading your post.Its full of information I am looking for and I love to post a comment that "The content of your post is awesome" Great work. resurge tablets south africa
23 ივლისი 2020 06:32
#1   Labels
      
Thanks for the informative and helpful post, obviously in your blog everything is good.. Custom Clothing Labels
13 ივლისი 2020 07:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი