დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის დამტკიცებულ კანონპროექტს შეეხებოდა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
„ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის იმავე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება. ეს ყველაფერი ხდება. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის. ეს ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ. არა. ეს უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციის და არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება. ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.