აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ერთი ახალი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
კორონავირუსზე აჭარაში სულ 633 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები 632 შემთხვევაში უარყოფითია.
ამასთან, ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი. მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რეგიონში კორონავირუსზე PCR-ტესტი 25 996 პირს ჩაუტარდა.
აჭარაში კარანტინში 2 313 პირი იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.