ირაკლი ღარიბაშვილი: „რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, ბევრი მათგანი შემჩნეულია ღიად ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში; ბიძინა ივანიშვილი არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი“
10-07-2020, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბევრი მათგანი შემჩნეულია ღიად ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ახლო კავშირში და აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ მიანიშნებს მათ მიკერძოებულობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი მათგანის მხრიდან ჩანს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების აბსოლუტური არცოდნა.

 


„მე აქვე მინდა ვაღიარო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის ის, რომ უფრო მეტ კომუნიკაციაში ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ნებისმიერ კონგრესმენთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არა ცალკეულ კონგრესმენებთან, არამედ სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, და არა 13 თუ 10 კონგრესმენთან. ბევრმა მათგანმა აღიარა კიდეც, რომ მათ უბრალოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ თუ რა ეწერა ამ შეფასებაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი