თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის "სახალხო-რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ "ქურთისტანის სახალხო პარტიის" მეომრების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ თურქული გაზეთი "რადიკალი" იუწყება.
ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ ქურთული საკითხი, რომლის გადაწყვეტა უკვე 30 წელია ვერ ხერხდება, სამხედრო გზით გადასაჭრელი პრობლემა არაა. თურქეთის ხელისუფლებამ ეს საქმე გადააბარა სამხედროებს. ოპოზიციური ლიდერი ირწმუნება, რომ ქურთული საკითხის გადაჭრა მხოლოდ საზოგადო შერიგების, ჭკვიანი, ლოგიკური და ერთობლივი ძალისხმევის გზით არის შესაძლებელი.
ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ თურქეთი თავისი რესპუბლიკური ისტორიის ყველაზე ღრმა კრიზისს განიცდის.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.