თელავი-გომბორის საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ნისანის“ მარკის მსუბუქი მანქანა და „ფორდის“ მარკის სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო მანქანა ამოტრიალდა.
დაშავებულები შუახნის მამაკაცები არიან, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის შედეგად რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის გომბორის უღელტეხილის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.