უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
11-07-2020, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს. 

 


სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება. 

 


სწავლების მონაწილეებს სამთო-ტექნიკური მომზადების წარმატებით დასრულება სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა შესაბამისი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსში მონაწილეობისთვის რეკომენდაცია მიიღეს.

 


თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროები უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ სამთო კურსებს 2018 წლიდან რეგულარულად ატარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი