საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო თასის მატჩის პირველი ნახევარი, არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით - 14:9 დასრულდა.
თამაშის მე-6 წუთზე ანგარიში 3:0 გახდა არგენტინელების სასარგებლოდ. არგენტინელების მე-5 ნომერმა თომას ლავანინმა მე-10 წუთზე ლელოს დადება მოახერხა და ანგარიში 8:0 გახდა.
მე-17 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილის შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად არგენტილებთან სხვაობა 5 ქულით შემცირდა, ხოლო მე-20 წუთზე საკმაოდ შორი მანძილიდან ისევ მერაბ კვირკაშვილის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ ასევ 3 ქულით წაწია წინ საქართველოს ნაკრები და ანგარიში 8:6 გახდა. მალევე ქართველები დაჯარიმდნენ და სანჩესის გატანილი ჯარიმის წყალობით ქართველი რაგბისტები 5 ქულით ჩამორჩნენ არგენტინელებს -ანგარიში 11:6 გახდა.
ქართველებმა 32-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის უპირატესობა მოიპოვეს. ჯარიმა მესამედაც მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ანგარიში 11:9 გახდა, მაგრამ 35-ე წუთზე სანჩესის ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით არგენტინელებმა სამი ქულით წაიწიეს წინ და ანგარიში 14:9 დაფიქსირდა. სწორედ ამ 5-ქულიანი სხვაობით და არგენტინელების გამარჯვებით დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომლის ბოლო წუთებიც ქართველების კარგი შეტევით მიმდინარეობდა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.