არგენტინა 54:9 საქართველო
25-09-2015, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო თასის მატჩი, არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით, 54:9 დასრულდა.

 

 

თამაშის დაწყებიდან მე-6 წუთზე ანგარიში 3:0 გახდა არგენტინელების სასარგებლოდ. არგენტინელების მე-5 ნომერმა თომას ლავანინმა მე-10 წუთზე ლელოს დადება მოახერხა და ანგარიში 8:0 გახდა.

 


მე-17 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილის შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად არგენტილებთან სხვაობა 5 ქულით შემცირდა, ხოლო მე-20 წუთზე საკმაოდ შორი მანძილიდან ისევ მერაბ კვირკაშვილის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ ასევ 3 ქულით წაწია წინ საქართველოს ნაკრები და ანგარიში 8:6 გახდა. მალევე ქართველები დაჯარიმდნენ და სანჩესის გატანილი ჯარიმის წყალობით ქართველი რაგბისტები 5 ქულით ჩამორჩნენ არგენტინელებს -ანგარიში 11:6 გახდა.

 


ქართველებმა 32-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის უპირატესობა მოიპოვეს. ჯარიმა მესამედაც მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ანგარიში 11:9 გახდა, მაგრამ 35-ე წუთზე სანჩესის ზუსტად შესრულებული ჯარიმის წყალობით არგენტინელებმა სამი ქულით წაიწიეს წინ და ანგარიში 14:9 დაფიქსირდა. სწორედ ამ 5-ქულიანი სხვაობით და არგენტინელების გამარჯვებით დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომლის ბოლო წუთებიც ქართველების კარგი შეტევით მიმდინარეობდა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს.

 

მე-2 ნახევარიც არგენტინელების უპირატესობით წარიმართა. 45-ე წუთზე ქართველების კაპიტანს მამუკა გორგოძეს მსაჯმა ყვითელი ბარათი მისცა, რის გამოც მას მოედნის 14 წუთით დატოვება მოუწია. სწორედ ეს პერიოდი იქცა არგენტინელებისთვის აბსოლუტური უპირატესობის მოპოვების შანსად. სულ რამდენიმე წუთში არგენტინელებმა 3 ლელოს დადება და გარდასახვების ზუსტი შესრულება შეძლეს და 55-წე წუთზე ანგარიში 35:9 გახდა.

 


70-ე წუთზე მარტინ ლანდახოს მიერ დადებულმა ლელომ და მარჩელო ბოშის შესრულებულმა გარდასახვამ ანგარიში 42:9, მალევე, არგენტინელების კიდევ ერთი ლელოსა და გარდასახვის წყალობით 72-ე წუთზე 49:9, ხოლო 77-ე წუთზე ასევე მორიგი ლელოს დადებით 54:9 გახადა.

 

 

მატჩი არგენტინელების გამარჯვებით, ანგარიშით 54:9 დასრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი