საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 13-14 ივლისს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
13-07-2020, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირში. კერძოდ, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.

 

 

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტერგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.

 

 

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან სვენ მიქსერთან.

 

 

აღსანიშნავია რომ პანდემიის პირობებში ეს გახლავთ პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი