მარტვილში გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე, ’’ჭყონდიდობა’’ აღნიშნეს
25-09-2015, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის, წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე, ’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება.

 


მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ საერო და საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები.

 

 

2015 წლის 25 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გიორგი გაწერელიასა და გიორგი სურმავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეზიის დღე ,,მარტვილელი პოეტები-მარტვილს“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა. კულტურის სახლში ჩატარდა სპექტაკლი ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ადგილობრივი თეატრალური დასის მონაწილეობით. ასევე ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: შეჯიბრება ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მდინარე ტეხურაზე მოეწყო სლალომი და ჩატარდა ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი ჯომარდელები. დღის ბოლოს ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ბექა ბროლაძე, თიკა ჯამბურია, ელენე ფოჩხუა, თიკა მახალდიანი, ირინა ბაირამაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი ,,შავლეგო“.

 


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ მარტვილის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს მარტვილელებს: მოძღვარს მამა გოჩას, ალექსანდრე ხურცილავას, მარინე კიკალიშვილს, ელგუჯა ბერიშვილს, ელგუჯა ხარებავას. მათ სპეციალური სიგელები გადაეცათ. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილში იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილეები -კახა რუსია, კობა ქანთარია და სხვა ოფიციალური პირები.

 


ღონისძიება მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ჭყონდიდის ეპარქის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი