საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატურია
14-07-2020, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო, - უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

 

 

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ  საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და  საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები  სწორი და მნიშვნელოვანია. ექსპერტების რეკომენდაციით, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს.

 

 

საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო  კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მობილიზების ახალი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და შესაბამისად, ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი