საქართველომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა
14-07-2020, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა - ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

 

 

მდგრადი განვითარების მიზნები არის გაეროს მიერ შემუშავებული გლობალური განვითარების დღის წესრიგი და მოიცავს 2030 წლისთვის მისაღწევ 17 მიზანსა და 169 ამოცანას. მათ შორისაა - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანმრთელობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატისა და ეკოსისტემების მდგრადობა, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. საქართველო  მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგს 2015 წელსვე შეუერთდა და მისი განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

 

ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს საქართველოს მთავრობა გაეროში 4 წელიწადში ერთხელ წარადგენს.

 

 

ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26389VNR_2020_Georgia_Report.pdf

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი