გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და აღინიშნა, რომ საფრანგეთი და საქართველო ერთმანეთისთვის სანდო და საიმედო პარტნიორებს წარმოადგენენ.
როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.
ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რისი დადასტურებაც არის, მათ შორის, ფინანსური დახმარება, 190 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც საფრანგეთის განვითარების ფონდმა საქართველოსთვის გამოყო.
პრემიერმა და საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ და დიეგო კოლასმა ისაუბრეს ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოში საფრანგეთის ავიაკომპანია „AirFrance"-ს ფრენების აღდგენას გულისხმობს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.