ლევან დავითაშვილი: „სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“
14-07-2020, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და ის მთლიანად შეცვლის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  მიდგომებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის  შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. 

 

 

„საზოგადოების და კერძო სექტორის მზაობის გარეშე, ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორთან. სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი