პრეზიდენტმა მარიამ ქვრივიშვილთან შიდა ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელა
14-07-2020, 19:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა მარიამ ქვრივიშვილთან შიდა ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელა. შეხვედრა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში შედგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რადგან როგორც ცნობილია, Covid-19-ის პერიოდში განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა.


 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ასევე განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიდგომები იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისათვის, ვისთვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.
 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბიზნესმოგზაურების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ბიზნესმენები და ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლასა და მოგზაურობას  კონკრეტული პირობით შეძლებენ.
 


საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, უკვე ეწვია საქართველოს რამდენიმე რეგიონს და საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი