10-12 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. როგორც აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.
ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა.
„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ მეწარმე ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს.
წმინდა გიორგისა და ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანეთის მოსახლეობის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე. მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისაგან“, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.