დღეს, 15 ივლისს, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. N49-ს მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები. დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 15 ივლისს, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მ/რ-ებს, მირიან მეფის, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, მაქს ტილკეს, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. გეხტმანის ქუჩას და ჩიხებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.