რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა და განმარტა თუ რა იყო რამდენიმე დღის წინათ განხორციელებული ინტერვენციის მიზანი.
"ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ პირობებში ეს იქნებოდა რეზერვების განიავება. მაგრამ, ვინაიდან სხვა მაკროპარამეტრები უკვე ამოწურულია, ჩვენი სავალუტო ინტერვენციები არის გზავნილი ბაზრების მონაწილეებისთვის, რომ გარკვეულწილად სხვა თანაბარ პირობებში კურსი არის თავის მაქსიმუმზე. ეს იყო ამ ინტერვენციის მთავარი მიზანი და მომავალშიც თუ განხორციელდება სავალუტო ინტერვენციები ჩვენს მიერ, ეს არის ამ ყველაფრის ნაწილი. ასევე კომბინაციაშია ყველა იმ ღონისძიებასთან, რომელიც უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენ, ასევე მთავრობამ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, მოკლევადიანი მერყეობები არის ნორმალური ისეთი საკურსო რეჟიმისთვის, როგორიც საქართველოს აქვს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე იქნება სტაბილური და შემდგომ იქნება გამყარების ტენდენცია, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპლექსურ ქმედებებზე, რომელიც უნდა გატარდეს მთლიანად სახელმწიფოში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.