ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე“
15-07-2020, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ, შემდეგ მუშაობა სიაზე გაგრძელდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

 

„საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე. საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. მათ შორის იმ კრიზისიდან ამოსვლას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. საზოგადოებას ეს აინტერესებს და არა ის კინკლაობა, რასაც პარტიებისგან ისმენენ. ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვინც მმართველი გუნდი დატოვა, ისინი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი